"ბარსელონა" ფრენკი დე იონგის კოჭის მდგომარეობაზე ძალიან ნერვიულობს, - იუწყება RAC1.
კატალონიურ გრანდში იციან, რომ დე იონგისთვის ნებისმიერმა დარტყმამ ან ცუდმა მოძრაობამ შეიძლება ტრავმის რეციდივი გამოიწვიოს.
27 წლის ნახევარმცველს კოჭზე ქრონიკული არასტაბილურობა აღენიშნება. იგი ბევრს მუშაობს, რათა სხეულის ეს ნაწილი გაიძლიეროს, მაგრამ სრულყოფილ რეაბილიტაციას ოპერაცია სჭირდება.
ქირურგიული ჩარევის გარეშე, ფრენკი ოპტიმალურ კონდიციებს შეიძლება ვერასდროს დაუბრუნდეს.
წყაროს თანახმად, "ბარსაში" ამბობენ, რომ დე იონგი მოედანს სექტემბრის ბოლოს დაუბრუნდება. მიუხედავად ამისა, თამამი პროგნოზების გაკეთებისგან თავს მაინც იკავებენ, რადგან როგორც უკვე ვთქვით, რეციდივის შანსი დიდია.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კოჭი ამა წლის აპრილში გამართულ "კლასიკოში" დაიზიანა.