1 წლის წინ

ფლიკმა ფეხბურთელის გაყიდვა დაბლოკა

ავტორი
Aa
ჰანსი ფლიკმა ერიკ გარსიას წასვლა დაბლოკა, - იუწყება Mundo Deportivo.
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა 23 წლის ფეხბურთელის გაშვებაზე იმიტომ განაცხადა უარი, რომ მას ცენტრალურ მცველად და საყრდენად შეუძლია თამაში, რითაც ორ პრობლემურ პოზიციას ფარავს.
არადა, "ჟირონა" ერიკის წასაყვანად მზად იყო. გავრცელებული ცნობების თანახმად, კატალონიელები გარსიაში 15 მილიონ ევროს იხდიდნენ.
ახალგაზრდა უნივერსალის დარჩენა იმასაც ნიშნავს, რომ "ბარსასთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. როგორც ამბობენ, გუნდში ახალი ფეხბურთელის მოყვანის ერთადერთი შანსი სწორედ ერიკის აბარგებაზე იყო დამოკიდებული.
ცნობისთვის, გარსიამ გასული სეზონი იჯარით "ჟირონაში" გაატარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 13 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და 7 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში