3 წლის წინ
მესი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ოცნებობს
მესი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ოცნებობს

ესპანელმა ჟურნალისტმა ჟოან ფონტესმა ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.

წყაროს თანახმად, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელს "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და მოუბოდიშა. არგენტინელი მეგავარსკვლავი ამ ფაქტით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ფონტესი პირდაპირ წერს, რომ მესი "ბარსაში" დაბრუნებაზე ოცნებობს.

ლეო ახლა "ლურჯ-ბროწეულისფერთაგან" ელოდება მოქმედებას. ჩავის სურს მისი დამატება. ბარსელონაში დაბრუნების სურვილი მესის მეუღლესა და შვილებსაც ამოძრავებთ.

ჟოანის თქმით, "ლა პულგას" პარიზული კარიერა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა, თუმცა ლეანდრო პარედესისა და ანხელ დი მარიას გუნდიდან გაშვებამ, ისევე როგორც ნეიმარის მომავალთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ, 35 წლის ფეხბურთელს იმედგაცრუების შეგრძნება გაუჩინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მესი ამერიკაში ან საუდის არაბეთში გადაბარგებას ნაადრევად მიიჩნევს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში არგენტინელის მონაგარი 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები