2 თვის და 4 კვირის წინ
დე იონგს 15 დღე მისცეს - "ბარსელონას" ულტიმატუმი
დე იონგს 15 დღე მისცეს - "ბარსელონას" ულტიმატუმი

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა, ფერნანდო პოლომ დაწერა.

"4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დე იონგმა კოჭის ტრავმა მიიღო და იგი დისკომფორტს ისევ გრძნობს. ფრენკის არ სურს იქამდე თამაში, სანამ თავს ბოლომდე მზად არ იგრძნობს, მაგრამ "ბარსას" იგი სასწრაფოდ სჭირდება.

კლუბმა ფეხბურთელს შეუთვალა, რომ თუ თამაში შეუძლია, დისკომფორტითაც ითამაშოს, როგორც ამას ბევრი პროფესიონალი აკეთებს. თავის მხრივ, დე იონგი 100%-იან მზადყოფნაში დაბრუნებას ელოდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ბარსელონამ" ნიდერლანდელს 15 დღე მისცა, რათა კოჭის მოშუშებას დააკვირდეს. თუ ფეხბურთელი თავს კარგად მაინც ვერ იგრძნობს, კლუბი მას ოპერაციის გაკეთებას ურჩევს, რათა დისკომფორტი საბოლოოდ მოიშოროს და გუნდს სეზონის მეორე ნახევარში მაინც დაეხმაროს.

ჰანსი ფლიკი იმედოვნებს, რომ დე იონგი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. თუ ასე არ მოხდა, "ბარსელონა" მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელზე დათანხმებაც ფრენკის მოუწევს."

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველმა კოჭი აპრილში, მადრიდის "რეალთან" გამართულ მატჩში მიიღო. მაშინ ყველა ვარაუდობდა, რომ ნიდერლანდელი პრესეზონისთვის მზად იქნებოდა, თუმცა 2-თვიანი ტრავმა ლამის ნახევარ წელზე გაიწელა.


Facebook კომენტარები