2 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსას" ახალი მიზანი - რაზე დაიწყო კლუბმა მუშაობა
"ბარსას" ახალი მიზანი - რაზე დაიწყო კლუბმა მუშაობა
ავტორი
Aa

Ralevo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ჟერარ მარტინის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. 

მარცხენა მცველს მოქმედი კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. "ბარსელონას" გეგმაა რომ მოთამაშეს ახალი ხელშეკრულება მაქსიმალურად დიდი პერიოდით გაუგრძელოს.

მარტინით დაინტერესება არაერთმა კლუბმა გამოხატა, თუმცა, ფეხბურთელი პრიორიტეტს "ბლაუგრანაში" დარჩენას ანიჭებს. ახლა უკვე, მხოლოდ მხარეთა შორის დეტალებზე შეთანხმებაა საჭირო.

როგორც ირკვევა, ჰანსი ფლიკი მარტინის სათამაშო ხარისხით ძალიან კმაყოფილია. გერმანელი მწვრთნელი 22 წლის მცველს ძალიან დიდ პატივს სცემს და დიდ ნდობასაც უცხადებს. 


Facebook კომენტარები