პედრო შეიძლება ლა ლიგაში დაბრუნდეს

პედრო შეიძლება ლა ლიგაში დაბრუნდეს

Diario Sport წერს, რომ "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, პედრო როდრიგესი მომდევნო სეზონიდან შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს.

ვეტერან ესპანელს ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი უახლოეს თვეებში ეწურება და მის გახანგრძლივებას მხარეები არ აპირებენ, რაც ნიშნავს, რომ პედრო თავისუფალი აგენტი გახდება.

სწორედ ამის გამო, წყარო გვამცნობს, რომ როდრიგესის "ვალენსიაში" აღმოჩენის შანსები საკმაოდ დიდია.

აღსანიშნავია ისიც, რომ "მესტალიაზე" გადაბარგების შემთხვევაში, შემტევს ხელფასის შემცირება მოუწევს, რადგან ამჟამად იგი "არისტოკრატებში" კვირაში 100000 ევროს იღებს, ამ თანხას კი "ღამურები" უბრალოდ ვერ შეწვდებიან.

2019/20 წლების სეზონში პედრიტომ "ჩელსის" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 3 ასისტი.

5 თვის წინ
535 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ