1 წლის და 8 თვის წინ
"ბარსელონა" დიდ ფულს მხოლოდ 2 ტრანსფერში დახარჯავს
"ბარსელონა" დიდ ფულს მხოლოდ 2 ტრანსფერში დახარჯავს

Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი ირწმუნება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონა" ფულს მხოლოდ ორი პოზიციის გაძლიერებაში გახარჯავს.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" დიდი თანხის გაღებას ცენტრფორვარდისა და მარჯვენა მცველის მოსაყვანად გეგმავენ.

მარჯვენა მცველად "ბლაუგრანა" მთავარ სამიზნედ "ვილიარეალის" არგენტინელ ფლანგელს, ხუან ფოიტს ხედავს. მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს. რაც შეეხება ცენტრფორვარდს, კატალონიელები "ატლეტიკო პარანაენსედან" ვიტორ როკეს გადმობირებას ეცდებიან. ახალგაზრდა ბრაზილიელი 35-40 მილიონი ევრო დაჯდება.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ "ბარსა" ზაფხულში მხოლოდ 2 ფეხბურთელს დაიმატებს.

სხვა პოზიციებზე "ლურჯ-ბროწეულისფრები" თავისუფალი აგენტებით გაძლიერდებიან. ეს ითქმის როგორც ილქაი გიუნდოგანზე (ცენტრალური ნახევარმცველი), ასევე ინიგო მარტინესზე (ცენტრალური მცველი).

სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ზაფხულში "ბარსელონას" ფულის დახარჯვა ძალიან გაუჭირდებოდა.


Facebook კომენტარები