2 თვის და 3 კვირის წინ
"ამის გაგება მეამაყება" - ფლიკი "ვალიადოლიდთან" მატჩის შემდეგ
"ამის გაგება მეამაყება" - ფლიკი "ვალიადოლიდთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-4 ტურში "ვალიადოლიდს" 7:0 მოუგო. მატჩის გმირად რაფინია იქცა, რომელმაც ჰეთ თრიქი და 2 ასისტი მიითვალა. თითო-თითო გოლით რობერტ ლევანდოვსკი, ჟულ კუნდე, დანი ოლმო და ფერან ტორესი გამოირჩნენ.

ფანტასტიკურ სტილში მოგებული შეხვედრა "ბლაუგრანას" თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"ყველაზე კარგი რამ ისაა, რომ ფეხბურთელებმა ერთი რამ შესანიშნავად გაიაზრეს - პირველიდან ბოლო წუთამდე ისინი 100%-ით უნდა დახარჯულიყვნენ.

მიზანი სანაკრებო პაუზამდე ყველა თამაშის მოგება იყო, რაც გავაკეთეთ. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ასევე არიან ფეხბურთელებიც.

ძალიან კარგია, როცა ხედავ, რომ გუნდი ინტენსიურობას 7 გოლის გატანის შემდეგაც არ კარგავს, გულშემატკივრებს კი ასეთი გამარჯვება ძალიან ახარებთ. ფანები თავს ამაყად გრძნობენ. აქ მაქსიმუმის გასაკეთებლად ვართ.

ძალიან მეამაყება იმის გაგება, რომ ამ სატრანსფერო ფანჯრის მთავარი შენაძენი ვარ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 4 მატჩი ჩავატარეთ და ეს შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ფანების ბედნიერება ჩემი ერთ-ერთი მიზანია, ამიტომ კმაყოფილი ვარ.

სიმართლე გითხრათ, რაფინიას ჰეთ თრიქის შესასრულებლად ძალიან დიდი დრო დასჭირდა. მას საამისო უნარები დიდი ხანია აქვს. რაფინია გასაოცარ ფორმაშია.

დანი ოლმოს კარგად ვიცნობ. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. დანისა და პედრის დუეტი ნახევარდაცვაში ძალიან ბევრს გვაძლევს. განსაკუთრებით ეს დაცვიდან შეტევაში გადასვლისასაა შესამჩნევი," - თქვა გერმანელმა.

"ბარსა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს. მომდევნო მატჩს გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 15 სექტემბერს, "ჟირონას" წინააღმდეგ გამართავს.


Facebook კომენტარები