2 თვის და 3 კვირის წინ
"ეს არავინ იცის" - ნიკო "ბარსელონას" კარს არ უხურავს
"ეს არავინ იცის" - ნიკო "ბარსელონას" კარს არ უხურავს

ბილბაოს "ატლეტიკმა" ლა ლიგის მე-4 ტურში მადრიდის "ატლეტიკოსთან" წააგო. ბასკებმა თავიანთ კარში გოლი კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე მიიღეს - ანხელ კორეამ 3 ქულა "როხიბლანკოს" დაუტოვა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა "ატლეტიკის" მთავარ ვარსკვლავს, ნიკო უილიამსს შეკითხვა ზაფხულის სატრანსფერო საგის შესახებ დაუსვეს.

"ჩემი გული ბილბაოშია, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება მომავალში.

განვიხილავდი თუ არა წასვლას? ყოველთვის კარგია, როცა დიდი გუნდები შენით ინტერესდებიან, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება მტკიცე იყო. თუ რაიმეს ჰქონდა ადგილი, მხოლოდ ჩემი აგენტისგან," - თქვა ნიკომ.

23 წლის შემტევის შეძენა ამ ზაფხულს 58 მილიონ ევროდ იყო შესაძლებელი. "ბლაუგრანას" ნიკოს რამდენიმე კვირის განმავლობაში უკავშირებდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ზოგი ამას თავად უილიამსის გადაწყვეტილებით ხსნის, ზოგი კი კატალონიური გრანდის ფინანსური პრობლემებით.

არ ვიცით ისიც, "ბარსა" ესპანელს გაისად მიუბრუნდება თუ არა, მაგრამ თავად მოთამაშე რომ კარს არ კეტავს, ეს ზემოთმოყვანილი განცხადებიდანაც იკითხება.


Facebook კომენტარები