"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევმა, ლამინ იამალმა ლა ლიგის ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. ჯერ მან "ვალენსიასთან" მიითვალა ასისტი, შემდეგ ბილბაოს "ატლეტიკს" გაუტანა, მერე "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მიიწერა საგოლე გადაცემა, გუშინ კი ორჯერ გაატანინა თანაგუნდელებს "ვალიადოლიდის" კარში.
გუშინდელ მატჩში "ბლაუგრანას" 19-მა ნომერმა რეკორდის დამყარებაც მოახერხა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იამალს ლა ლიგის მატჩებში უკვე 15 გოლში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული, რითაც გახდა პირველი მოთამაშე 21-ე საუკუნეში, რომელმაც ეს 18 წლამდე ასაკში გააკეთა.
წინა რეკორდსმენი ბოიან კრკიჩი გახლდათ. "ბარსას" დაკარგულმა ტალანტმა გასრულწლოვანებამდე ესპანეთის ჩემპიონატში 14 საგოლე მოქმედება მიითვალა.
ლამინს თავისი მიღწევის დასაფიქსირებლად 42 მატჩში დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ იამალი ახლა ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე უნდა გაემგზავროს. "ფურია როხას" მაისურით მას ერთა ლიგის მატჩებში მოუწევს თამაში.