2 თვის და 3 კვირის წინ
"ბილბაოში ამიტომ დავრჩი" - ნიკომ მთავარ კითხვას უპასუხა
"ბილბაოში ამიტომ დავრჩი" - ნიკომ მთავარ კითხვას უპასუხა
ავტორი
Aa

ნიკო უილიამსმა მედიასთან საუბრისას საბოლოოდ დაასახელა მიზეზი, რის გამოც მან ბილბაოს "ატლეტიკში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენა გადაწყვიტა.

Ralevo-სთან საუბრისას ნიკომ განაცხადა: "როდესაც ბილბაოში დავბრუნდი (შვებულების შემდეგ), ჩემს მშობლებთან და ჩემს ძმასთან ბევრი ვისაუბრე, თუ რა იქნებოდა ჩემი შემდეგი ნაბიჯი. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ საუკეთესო რამ რისი გაკეთებაც შემეძლო, აქ კიდევ ერთი წლით დარჩენა იყო."

"ჩვენ ეს გადაწყვეტილება კლუბს ვაცნობეთ. ამ მომენტისთვის ყველანი ბედნიერად ვართ." დაამატა ესპანელმა ფორვარდმა.

ასევე ამ ინტერვიუში, 22 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ მომავალში ბილბაოს დატოვებას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ნიკო უილიამსი ზაფხულში "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნე იყო. კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გარემარბმა უარი თქვა "ბარსაში" გადასვლაზე. 

ამ ეტაპზე გაურკვეველია, აპირებენ თუ არა კატალონიელები ესპანელის დამატება მომავალ წელსაც სცადონ.


Facebook კომენტარები