1 წლის და 7 თვის წინ
სპეციალური გეგმა - რა მოიფიქრა ფლიკმა ლევანდოვსკისთვის
ავტორი
Aa
მას მერე, რაც ჰანსი ფლიკმა "ბარსელონა" ჩაიბარა, რობერტ ლევანდოვსკი ფანტასტიკურ ფორმაში შევიდა. პოლონელმა ლა ლიგის ახალი სეზონი 4 მატჩში გატანილი 4 გოლით დაიწყო.
Diario SPORT-ს თუ დავუჯერებთ, გერმანელ სპეციალისტს სპეციალური გეგმაც კი აქვს, რომ 36 წლის ცენტრფორვარდისგან მაქსიმუმი მიიღოს.
ფლიკმა ლევანდოვსკი "ვალიადოლიდთან" მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე შეცვალა. შეხვედრებში, რომლის ბედი ნაადრევად გადაწყდება, ასეთ სურათს კიდევ ბევრჯერ ვნახავთ.
როგორც ჩანს, ჰანსის უნდა, რომ ვეტერანი ცხრიანის ენერგია მაქსიმალურად დაზოგოს, რათა მნიშვნელოვან მატჩებს იგი საუკეთესო კონდიციებში შეხვდეს.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი