2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია: რა პოზიციაზე ხედავს ფლიკი ფატის
ცნობილია: რა პოზიციაზე ხედავს ფლიკი ფატის

Relevo-ს ჟურნალისტმა, მატეო მორეტომ "ბარსელონას" 21 წლის თავდამსხმელის, ანსუ ფატის შესახებ დაწერა:

"როცა საქმე ანსუ ფატის ეხება, რომელიც "ბარსას" მრავალ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი გახლდათ, ვისაც წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ვფიქრობ, რომ ტრავმამ ეს თავიდანვე გამორიცხა. მიუხედავად ამისა, ისიც მჯერა, რომ ამ საკითხს იანვარში კვლავ განვიხილავთ.

გარიგებას სამუდამო ტრანსფერის ფორმაც რომ არ ჰქონოდა, ანსუს წაყვანაზე ბევრი ესპანური კლუბი მაინც განიხილავდა. არ ვიცი, "სევილია" იყო თუ არა ერთ-ერთი გუნდი, რომელმაც მისით დაინტერესება გამოხატა.

დღეიდან იანვრამდე პერიოდში ჩვენ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება, თუ რა როლი ექნება ფატის ფლიკის გუნდში. აღსანიშნავია ისიც, რომ როცა ვიტორ როკე გაშვება გადაწყდა, ჰანსი ანსუს ვარჯიშებზე ცხრიანად ცდიდა ხოლმე."

ასე და ამგვარად, უნდა ველოდოთ, რომ მაშინ, როცა ესპანელი ფორვარდი მოედანზე დაბრუნდება, 59 წლის სპეციალისტი მას ცენტრფორვარდად გაამწესებს.

ცნობისთვის, ფატის ახალ სეზონში არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. პრესეზონის მიმდინარეობისას მან ტერფი დაიზიანა და გუნდს დაუდგენელი ვადით გამოაკლდა.


Facebook კომენტარები