ჟურნალისტმა ხუან ფონტესმა რამდენიმე საათის წინ გვამცნო, რომ ლიონელ მესის "ბარსელონაში" სურს დაბრუნება და ეს უკვე კატალონიელთათვის ცნობილია.
იმის შესახებ, თუ როგორ აღდგა "ბლაუგრანასა" და ლეოს შორის გაფუჭებული ურთიერთობა, ფონტესი წერს:
"2021 წლის ოქროს ბურთის ცერემონიაზე მესიმ უარი თქვა კონტაქტზე "ბარსას" ბორდის წევრებთან. მიუხედავად ამისა, ჩავიმ მასთან დარეკვა დაიწყო, ხოლო ალეხანდრო ეჩევერია შეტყობინებებს უგზავნიდა. თანდათანობით მესისთან ურთიერთობა აღდგენას იწყებდა.
2022 წლის იანვარში ლეო ბარსელონაში გაემგზავრა, რათა ჩავის დაბადების დღეს დასწრებოდა. ბუსკეტსი და ჟორდი ალბაც იქ იყვნენ. მნიშვნელოვანი კავშირი იქ შედგა. ბუსკეტსმა, ჩავიმ და ალბამ დაიწყეს ფიქრი, რომ მესის ბარსელონაში დაბრუნების საქმე თავად მოეგვარებინათ.
ნოემბერში ჩავი და მესი ერთმანეთს შეხვდნენ. ჩავიმ არგენტინელს აუხსნა, რომ მისი დაბრუნება სურდა და მოედანზე მარჯვენა გარემარბად ხედავდა. მესიმ ასევე შეიტყო, რომ "მაესტრო" ბუსკეტსსა და ალბას დარჩენაში დაითანხმებდა, რათა ლეოს თავი კომფორტულად ეგრძნო.
მესის "ბარსელონაში" დაბრუნება ჟერარ პიკეს კარიერის დასრულებამ კიდევ უფრო სავარაუდო გახადა. მესი პიკეს მოღალატედ მიიჩნევს."
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.