„თავისი ქმედებებითა და სიტყვებით, ნიკო უილიამსმა ნათლად გვაჩვენა, რომ აქ დარჩენა სურს“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას ბილბაოს "ატლეტიკის" პრეზიდენტმა, ჯონ ურიარტემ.
"ამ ეტაპზე, ჩვენთვის მისი შენარჩუნება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მისი გუნდში ყოფნით, შეგვეძლება მომავლისთვის ამბიციური მიზნები დავისახოთ. კლუბში უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ პროექტი ჩვენი მოთამაშეებისთვის მიმზიდველი იყოს. ჩვენ გვსურს, რომ ნიკომ მთელი თავისი კარიერა აქ გაატაროს", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ნიკო უილიამსმა განაცხადა, რომ "ბილბაოს" სამომავლოდ დატოვებას არ გამორიცხავდა, თუმცა გადაჭრით მაინც არაფერი უთქვამს.
მოგეხსენებათ, 22 წლის ფეხბურთელი "ბარსელონას" ზაფხულის მთავარი სამიზნე იყო. როგორც ირკვევა, კლუბი მზად იყო ესპანელის გასაფორმებლად, თუმცა ბოლოს, თავად ფეხბურთელმა "ატლეტიკში" დარჩენა არჩია.
აქვე გეტყვით იმასაც, ნიკო უილიამსმა გასულ სეზონში კლუბში 24 გოლის გატანა შეძლო. გარდა ამისა, მან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაიბრწყინა, როცა ესპანეთის შემადგენლობაში 2 გოლის გატანა მოახერხა.