როგორი იქნება "ბარსას" ოპტიმალური შემადგენლობა "მალიორკას" წინააღმდეგ

როგორი იქნება "ბარსას" ოპტიმალური შემადგენლობა "მალიორკას" წინააღმდეგ

სამთვიანი დამქანცველი პაუზის შემდეგ ჩვენი საყვვარელი გუნდი მწვანე მინდორს უბრუნდება.

როგორც მოგეხსენებათ, 13 ივნისს თბილისის დროით 23:55 წუთზე კატალონიის "ბარსელონა" "მალიორკას" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ, თუ როგორი იქნება "ბლაუგრანას" ოპტიმალური შემადგენლობა ჩვენი ვერსიით.

მეკარეის პოზიციას, ბუნებრივია, ბევრი საუბარი არ სჭირდება. კატალონიელთა კარს მარკ ანდრე ტერ შტეგენი გულითადად დარაჯობს.

რაც შეეხება დაცვას, იმის გათვალისწინებით რა მოცემულობაც დღეს გვაქვს და ასევე მხედველობაში თუ მივიღებთ პაუზამდელ სიტუაციასაც, ოთხეული დიდი ალბათობით ასეთი იქნება: სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა.

გასაგებია, რომ ბევრს გული წყდება სამუელ უმტიტის უთამაშებლობაზე, თუმცა აშკარაა, რომ ტრავმის შემდეგ ფრანგი ისეთი ვეღარ არის, როგორიც ადრე იყო. რაც არ უნდა, ცუდად ჟღედეს, ამ ეტაპზე ლენგლე გაცილებით უფრო საიმედოა, რაც სეზონის შეწყვეტამდე არაერთ მატჩში გამოჩნდა, თუნდაც მადრიდის "რეალთან" მეორე გოლის ეპიზოდში. რაც შეეხებათ სხვებს, სემედუმ სეტიენის მოსვლის შემდეგ ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო პიკე და ალბა დაცვის შეუცვლელი ფიგურები არიან.

ნახევარდაცვაში მეტი არჩევანია, თუმცა ჩვენი აზრით, ესპანელი სპეციალისტი არჩევანს მაინც ბუსკეტსი, დე იონგი, არტურზე შეაჩერებს. სერხიო და ფრენკი უკონკურენტოები არიან, ხოლო მელოს პოზიცია ოდნავ საეჭვოა. რაც შეეხებათ რაკიტიჩსა და ვიდალს, ისინი დიდი ალბათობით შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთვებიან.

შეიძლება ითქვას, რომ სეზონის წყვეტა "ბარსასთვის "კარგიც" იყო. ადვილი მისახვედრია, რომ ამ სიტყვებში ლუის სუარესის გამოჯანმრთელება იგულისხემა, რომელსაც მთელი სეზონის გამოტოვება ემუქრებოდა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით.

მაშინ როცა "ბლაუგრანას" ქომაგები "ელ პისტოლეროს" გამოჯანმრთელებას ზეიმობდნენ, დაზიანება გუნდის ლიდერმა, ლეო მესიმ მიიღო, თუმცა ყველაფერი ისე მიდის, რომ არგენტინელი "მალიორკასთან" შეხვედრისთვის მზად იქნება. მესამე შემტევად კი უდიდესი ალბათობით ანტუან გრიზმანს ვიხილავთ.

საბოლოო ჯამში შემადგენლობა ასე გამოიყურება.

მეკარე: ტერ შტეგენი;

მცველები: სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა;

ნახევარმცველები: არტური, ბუსკეტსი, დე იონგი;

შემტევები: მესი, გრიზმანი, სუარესი;

5 თვის წინ
1187 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 159
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ