logo

პეპის გუნდი VS ლუჩოს გუნდი - რომელი "ბარსა" იყო უფრო ძლიერი

პეპის გუნდი VS ლუჩოს გუნდი - რომელი "ბარსა" იყო უფრო ძლიერი

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეპ გვარდიოლას ზეობა არამარტო "ბარსას", არამედ ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.

იოჰან კრუიფის შეგირდმა, მისი ოსტატის დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და მსოლფიოს აჩვენა ის, რაც აქამდე მათ არასდროს ენახათ.

დაუვიწყარი 4 წელიწადი - სიტყვები არ მოიძებნება, რომ შეაფასო ყოველივე ის, რასაც პეპის დავალებით მისი ბიჭები მოედანზე აკეთებდნენ.

ბევრი ფიქრობს, რომ გვარდიოლას ყველაფერი მზად დახვდა, როდესაც მან გუნდი ჩაიბარა, თუმცა ნათელია, რომ ეს მოსაზრება რეალობისგან შორსაა.

მართალია, პეპმა ერთმანეთზე უკეთესი სეზონები ჩაატარა, თუმცა მათგან ჩვენ 2010-11 წლების სეზონს გამოვყოფთ, სადაც კატალონიური გრანდი მეტოქე გუნდებს უბრალოდ არ ინდობდა. 

როგორც სათაურში ნახეთ, ამ სტატიაში ლუჩოსა და პეპის "ბარსას" ვადარებთ. შედარებისთვის ავიღოთ, როგორც უკვე ვთქვით, 2010/11 და 2014/15 წლის "ბლაუგრანა".

ბუნებრივია, ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველა ჩვენგანს სუბიექტური აზრი გაგვაჩნია, თუმცა რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, გვარდიოლას გუნდი არამარტო ლუჩოსას, არამედ ნებისმიერ გუნდს სჯობდა, რომელსაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. 

პეპის "ბარსა" იყო ერთი მთლიანი სისტემა, რასაც ენრიკეს შემთხვევაში ვერ ვიტყვით. ლუჩოს დროს მთავარი დატვირთვა შემტევ ტრიოზე მოდიოდა, მაშინ როცა გვარდიოლას პერიოდში როგორც ზემოთ აღვნიშნე, "ბლაუგრანა" ერთი მთლიანი მექანიზმი იყო, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერი ლეო მესი ჰყავდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუიზ ენრიკეს გუნდმა ერთ სეზონში ფურორი მოახდინა, როცა მისგან არავინ არაფერს ელოდა, მაგრამ შემდეგ სეზონებში კრიზისი უკვე ადვილად შესამჩნევი იყო.

ასე რომ, ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, რადგან ყველა საკითხზე თითოეულ ჩვენგანს სუბიექტური დამოკიდებულება აქვს და გამონაკლისი არც ის თემაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

საბოლოოდ რომ შევჯერდეთ, პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" ნებისმიერ გუნდზე ერთი თავით მაღლა დგას და იმის გამეორება, რაც მათ გააკეთეს, პრაქტიკულად შეუძლებელია.


1 თვის წინ
388 / 0
დავით მალუტაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ