2 თვის და 3 კვირის წინ
რაფინია: "ბარსელონადან" წასვლაზე ვფიქრობდი"
რაფინია: "ბარსელონადან" წასვლაზე ვფიქრობდი"

"ბარსელონას" ბრაზილიელმა გარემარბმა, რაფინიამ RAC1-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. 27 წლის შემტევმა თავისი კატალონიური კარიერის სირთულეებისა და გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან:

"ოდესმე მიფიქრია თუ არა "ბარსელონადან" წასვლაზე? კი. პირველი 6 თვე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის რთული იყო, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა გარემოსთან შეგუება დავიწყე. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვითარება გამოსწორდა."

"ბარსელონას" პროგრამა-მინიმუმი ყველა ტიტულის მოგებაა. თუ "ბარსაში" თამაშობ და ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და კოპა დელ რეის მოგებაზე არ ფიქრობ, არასწორ კლუბში ხარ მოხვედრილი."

"ბარსას" შემტევმა ლა ლიგის ახალი სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო. პრიმერას პირველ 4 ტურში მან თავი 3 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" რაფინია 2022 წელს შეიძინეს. "ლიდს იუნაიტედს" მასში 58 მილიონი ევრო გადაუხადეს.


Facebook კომენტარები