2 თვის და 3 კვირის წინ
ფლიკმა ფეხბურთელი ყველას წინაშე დატუქსა - რა იყო ამის მიზეზი
ფლიკმა ფეხბურთელი ყველას წინაშე დატუქსა - რა იყო ამის მიზეზი

ესპანური Mundo Deportivo "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის მიერ გუნდში დამყარებული დისციპლინის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის.

როგორც ჩანს, გერმანელი სპეციალისტი ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ფლიკი არ ერიდება ფეხბურთელების გასახდელში ან სამწვრთნელო შტაბის წინაშე გაკრიტიკებას, როცა ისინი აკეთებენ იმას, რაც ჰანსის არ მოსწონს.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" ვარსკვლავური სტატუსის ერთ-ერთ მოთამაშეს გერმანელის ბრაზის გამოცდა უკვე მოუწია. როდესაც ამ ფეხბურთელმა სავარჯიშო სესიაზე ჩაძინების გამო დააგვიანა, მთავარმა მწვრთნელმა იგი ყველას წინ დატუქსა.

ფლიკს ერთხელ ლამინ იამალის გაფრთხილებაც მოუწია.

"ბარსას" 17 წლის შემტევს ვარჯიშისწინა შეხვედრაზე, სადაც ჰანსი ფეხბურთელებს ესაუბრება ხოლმე, დააგვიანდა. სწორედ ამან განაპირობა გუნდის თავკაცის უკმაყოფილება.

ასე და ამგვარად, თავისუფლად შეგვიძლია თქმა, რომ ფლიკი კატალონიურ გრანდს მკაცრი ხელით მართავს, რაც მხოლოდ მისასალმებელია.


Facebook კომენტარები