2 თვის და 2 კვირის წინ
ლაპორტა: "გიუნდოგანი ჩვენ ამიტომ გავუშვით"
ლაპორტა: "გიუნდოგანი ჩვენ ამიტომ გავუშვით"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და კლუბთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე გააკეთა კომენტარი.

ბუნებრივია, "ლურჯ-ბროწეულისფერთთა" მმართველს შეკითხვა "მანჩესტერ სიტიში" უფასოდ გაშვებული ილქაი გიუნდოგანის შესახებაც დაუსვეს.

"გიუნდოგანი ეკონომიკური მიზეზების გამო არ წასულა.

მთელი პატივისცემით, გადაწყვეტილება სპორტული თვალსაზრისით იქნა მიღებული. დანი ოლმოს ტრანსფერის შემდეგ, გიუნდოგანის როლი ბუნდოვანი გახდა, რადგან ისინი ერთ პოზიციაზე თამაშობენ.

ის არაჩვეულებრივი პიროვნება და ფეხბურთელია," - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ილქაი "ბლაუგრანამ" სრულიად უფასოდ გაუშვა, რისი მიზეზიც სახელფასო განაკვეთის გამოთავისუფლება და დანი ოლმოს ლა ლიგაში დარეგისტრირებაში დახმარება გახლდათ, თუმცა ლაპორტა სრულიად სხვა ვერსიას ავითარებს.


Facebook კომენტარები