2 თვის და 3 კვირის წინ
დასაფასებელი საქციელი - რა შესთავაზა ლევანდოვსკიმ "ბარსას"
დასაფასებელი საქციელი - რა შესთავაზა ლევანდოვსკიმ "ბარსას"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ბლაუგრანას" პოლონელიი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა.

"ლევანდოვსკი განსაკუთრებით უნდა გამოვყო. ის კლუბისთვის თავდადებული ფეხბურთელია.

როდესაც მან გაიგო, რომ "ბარსას" ფინანსური ფეარ პლეის რეგულაციების დაცვა დასჭირდებოდა, რათა ფეხბურთელები დაგვერეგისტრირებინა, გვითხრა, რომ ხელფასს შეიმცირებდა კლუბის დასახმარებლად," - თქვა ლაპორტამ.

საბოლოო ჯამში, 36 წლის პოლონელს ამ მსხვერპლზე წასვლა არ დასჭირდა, რადგან ანდრეას კრისტენსენმა ტრავმა მიიღო და "ბარსამ" დანი ოლმოს დარეგისტრირება სწორედ ამ შემთხვევის წყალობით შეძლო.

ცნობისთვის, რობერტმა ლა ლიგის ახალი სეზონი 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაიწყო. ლევანდოვსკი ბომბარდირთა დავას ლიდერობს.


Facebook კომენტარები