3 წლის და 1 თვის წინ
რეციდივი არ არის, მაგრამ... - დემბელეს დაბრუნება გვიანდება
ავტორი
Aa
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმან დემბელეს ტრავმის რეციდივი ჰქონდა, თუმცა Mundo Deportivo აღნიშნულ ცნობას არ ადასტურებს.
კატალონიური გამოცემის თანახმად, რეციდივს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ფრანგი გარემარბის რეაბილიტაციის პროცესი მაინც მოსალოდნელზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.
სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბები მაქსიმალური მოთმინების გამოჩენას გეგმავენ.
"ბლაუგრანაში" არსებული მოლოდინი ისეთია, რომ უსმანს კიდევ 2-3 კვირით მოუწევს უქმობა.
დემბელემ ტრავმა 28 იანვარს, "ჟირონასთან" მატჩში მიიღო. იგი მოედანზე უკვე თვე-ნახევარია, რაც არ გასულა.
მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის მონაგარი 8 გოლი და 7 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი