1 წლის წინ

ცნობილია: რამდენი ხნით იუქმებს ფერმინ ლოპესი

ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის 21 წლის ნახევარმცველი, ფერმინ ლოპესი ტრავმირებულია.
როგორც ირკვევა, ესპანელ ფეხბურთელს დაზიანება მარცხენა ბარძაყის კუნთზე აღენიშნება.
ლოპესი 3 კვირით იუქმებს. ვინაიდან "ბლაუგრანა" მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს ჩაატარებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ფერმინს მხოლოდ ამ ერთი, "ჟირონასთან" გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
"ბლაუგრანას" ახალგაზრდა შუახაზელი გამოძახებული გახლდთ ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებშიც, თუმცა, ბუნებრივია, იგი ახალგაზრდულ "ფურია როხას" ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე და პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის გამო, ლოპესს პრესეზონი გუნდთან ერთად არ გაუვლია. ახალ სეზონში ჩატარებყლ 3 მატჩში მას თავი არაფრით გამოუჩენია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 დღის და 5 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და 23 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 4 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 4 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში