1 წლის და 3 თვის წინ
ფრენკიმ გადაწყვიტა - როდის დაბრუნდება დე იონგი
ავტორი
Aa
ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება, - იუწყება Relevo.
როგორც ჩანს, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კოჭზე ოპერაციის ჩატარება არ ისურვა.
არადა, ესპანურ პრესაში წერდნენ, რომ 27 წლის ნახევარმცველი კოჭის არეში კვლავ განიცდიდა დისკომფორტს, ამ დისკომფორტის სრულად მოხსნა კი მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იქნებოდა შესაძლებელი.
დე იონგი "ბლაუგრანაში" გუნდთან ვარჯიშს მომდევნო კვირიდან განაახლებს.
გამოცდილი შუახაზელის დაბრუნებას მოუთმენლად ელის ჰანსი ფლიკიც. იმ შემთხვევაში, თუ ფრენკი თავის საუკეთესო ფორმას აღიდგენს, გერმანელი სპეციალისტისთვის იგი საკვანძო მნიშვნელობის ფეხბურთელი გახდება.
აქვე გეტყვით, რომ ფრენკი მოედანზე ამა წლის აპრილის მერე არ გვინახავს. კოჭი მან "სანტიაგო ბერნაბეუზე" წაგებულ "კლასიკოში" დაიზიანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი