"ბარსელონას" 32 წლის გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გუნდში დიდი ხნით დარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატა.
"ბარსელონასთან" საკმაოდ ხანგრძლივი კონტრაქტი მაკავშირებს. იქ ბედნიერი ვარ.
კატალონიაში ჩემი ოჯახი ბედნიერად გრძნობს თავს. ახლა მხოლოდ ამ სეზონზე ვარ ფოკუსირებული. არასდროს იცი, თუ რა მოხდება მომავალში.
არ ვიცი, გერმანიისთვის თამაში ჩემი მიზანი მომავალშიც იქნება თუ არა. ვნახოთ, მაგრამ ზოგადად რომ ვთქვა, ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით ძალიან კმაყოფილი ვარ" - თქვა ტერ შტეგენმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, "მანშაფტის" ნომერ პირველი მეკარე სწორედ მარკ-ანდრე გახდა. ამ სტატუსით ტერ შტეგენი თავის პირველ მატჩს 7 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათიდან, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება "ბლაუგრანას", მასთან კონტრაქტი გერმანელს 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს.