ჰანსი ფლიკის "ბარსელონამ" ლა ლიგა ფანტასტიკურად დაიწყო. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 4-დან 4 მატჩი აქვთ მოგებული, გატანილ-გაშვებული გოლების ბალანსი კი 13:3-ზეა.
Diario SPORT-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობაში განსაკუთრებით კმაყოფილები ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადებით არიან.
გასულ სეზონში ისინი სერიოზულად იყვნენ შეშფოთებულნი, რადგან ჩავი ერნანდესის შეგირდები მატჩის ბოლოს დაღლილად გამოიყურებოდნენ ხოლმე. მათ გუნდში მეტი ენერგიისა და ფოკუსირების დანახვა უნდოდათ, ფლიკისგან კი სწორედ ეს მიიღეს.
ცხადია, მოთამაშეთა ასეთ გარდაქმნაში უდიდესი წვლილი არა მარტო გერმანელ სპეციალისტს, არამედ მისი შტაბის წევრებსაც მიუძღვით.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს "ბლაუგრანა" სტუმრად, "ჟირონას" წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 15 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.