2 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსამ" შეიძლება რაბიო დაიმატოს - რა უნდა მოხდეს ამისთვის
"ბარსამ" შეიძლება რაბიო დაიმატოს - რა უნდა მოხდეს ამისთვის

"ბარსელონა" ადრიენ რაბიოს დამატებაზე ფიქრობს, - იუწყება Mundo Deportivo.

ფრანგი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტია, თავისუფალი აგენტების დარეგისტრირება კი კლუბს სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც შეუძლია. სწორედ ამ შესაძლებლობით შეიძლება ისარგებლონ კატალონიელებმა.

"ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ რაბიო უმაღლესი კლასის შუახაზელია, რომელიც უგუნდოდ არა საფეხბურთო დონის გაუარესების, არამედ მისი ფინანსური მოთხოვნების გამო დარჩა.

ადრიენს ახალი გუნდისგან სეზონში 10 მილიონი ევროს მიღება სურს. ეს სურვილი 29 წლის ფეხბურთელს არავინ დაუკმაყოფილა, რამაც მისი თავისუფალი აგენტების ბაზარზე მოსალოდნელზე დიდი დროით შემორჩენა გამოიწვია.

ცხადია, ამ მოთხოვნას რაბიოს ვერც "ბარსელონა" დაუკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ფრანგის დამატებას ორი წინაპირობა ექნება: ჯერ "ბარსამ" უნდა მოიძიოს ოქტომბრამდე სპონსორებისგან საკმარისი თანხა, რათა ლა ლიგის ფინანსური ფეარ პლეის რეგულაციებში ჩაჯდეს, მერე კი თავად ადრიენი დასთანხმდნეს ნაკლებ ხელფასს.

შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი ფრანგს პირველ ივლის ამოეწურა. გასულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში რაბიომ 5 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები