1 თვის წინ
ჯერ არაფერი დასრულებულა - რას ფიქრობენ "ბარსაში" ნიკოზე
ჯერ არაფერი დასრულებულა - რას ფიქრობენ "ბარსაში" ნიკოზე

ნიკო უილიამსის საგა 2025 წლის ზაფხულში შეიძლება ხელახლა დაიწყოს, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი, მატეო მორეტო.

ბილბაოს "ატლეტიკის" გარემარბის "ბარსელონაში" ტრანსფერი წელს კლუბის ფინანსური პრობლემებისა და თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილების გამო არ შედგა. უილიამსი "სან მამესზე" დარჩა, რადგან მას გუნდთან ერთად ევროპა ლიგაზე თამაში უნდა.

ევროპა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის ფინალი სწორედ "ატლეტიკის" სტადიონზეა დაგეგმილი, რაც 22 წლის შემტევის არჩევანს კიდევ უფრო გასაგებს ხდის.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ნიკოს შეძენას 2025 წელს კიდევ ეცდებიან.

საქმეში იქნებიან უილიამსით დაინტერესებული სხვა კლუბებიც. ამ ზაფხულს ლონდონის "ჩელსიმ" სცადა ესპანელის გადაბირება, მაგრამ ნიკოს სახელფასო მოთხოვნები ზედმეტად მაღალი აღმოჩნდა. საუბრობდნენ ლონდონის "არსენალისა" და "ასტონ ვილას" შესახებაც.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ნიკოს საგოლე მოქმედებით თავი ჯერ არ გამოუჩენია.


Facebook კომენტარები