4 კვირის და 1 დღის წინ
"ბარსამ" შეიძლება ტრანსფერზე 5 ფეხბურთელი დააყენოს
"ბარსამ" შეიძლება ტრანსფერზე 5 ფეხბურთელი დააყენოს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. "ბარსელონამ" პაუ ვიქტორი და დანი ოლმო შეიძინა, ბევრ ფეხბურთელს კი დაემშვიდობა. ზოგიც სარფიანად გაყიდა (მაგალითად, მიკაილ ფაიე), ზოგიც კი საერთოდ უფასოდ გაუშვა (მაგალითად, ილქაი გიუნდოგანი).

იანვრამდე კიდევ დიდი დროა, ამიტომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტული დირექტორი და მისი გუნდი ახლა მოთამაშეებთან დადებული კონტრაქტების გაუმჯობესებაზე გადაერთვებიან.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდში გადაწყვიტეს, რომ თუ შემდეგი ფეხბურთელები ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებენ, ისინი ტრანსფერზე დააყენონ:

ინიგო მარტინესი (2025)

რონალდ არაუხო (2026)

ანდრეას კრისტენსენი (2026)

ერიკ გარსია (2026)

ფრენკი დე იონგი (2026)

ამ ხუთეულში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კატეგორიულ უარს მხოლოდ დე იონგი აცხადებს. ყოყმანობს რონალდ არაუხოც, დანარჩენი 3-ის შესახებ კი მსგავსი ცნობები არ გავრცელებულა.


Facebook კომენტარები