4 კვირის და 1 დღის წინ
"ბარსელონა" ზაფხულში 2 თავისუფალი აგენტის დამატებას აპირებს
"ბარსელონა" ზაფხულში 2 თავისუფალი აგენტის დამატებას აპირებს

2025 წლის ზაფხულში "ბარსელონა" გერმანიის ბუნდესლიგიდან ორი თავისუფალი აგენტის, ჯონათან ტასა და იოზუა კიმიხის წაყვანას შეეცდება, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანამ" ტას აგენტს ამ სურვილის შესახებ უკვე შეატყობინა. 28 წლის მცველი ლევერკუზენის "ბაიერთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, თუმცა კატალონიურ გრანდს მისი დარწმუნება მაინც მოუწევს, რადგან ჯონათანით კიდევ რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

"ბაიერ ლევერკუზენთან" ახალ ხელშეკრულებას არ გავაფორმებ. გადაწყვეტილება მიღებულია. დარჩენილ დროში მაქსიმალურად დავიხარჯები, მერე კი ვნახოთ, თუ რომელი იქნება მომდევნო კლუბი. მე წასვლა და ახალი გამოცდილების მიღება გადავწყვიტე," - უთხრა ტამ SZ-ს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსა" გამოცდილ უკანახაზელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებშიც უმიზნებდა. ამ ბრძოლაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კონკურენტი მიუნხენის "ბაიერნი" გახლდათ.

რაც შეეხება კიმიხს, "რეკორდმაისტერს" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, 29 წლის უნივერსალს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. იოზუას რამდენიმე კლუბი აკვირდება, თუმცა ჰანსი ფლიკის ფაქტორი "ბარსელონასთვის" უპირატესობას წარმოადგენს.

იოზუათი დაინტერესებულ გუნდებად "პარი სენ ჟერმენი", "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" მოიაზრებიან.


Facebook კომენტარები