"ბარსელონას" აკადემია, "ლა მასია", მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) სკოლად განიხილება და გუნდის ახალი ტალანტებით მომარაგებას წარმატებით აგრძელებს. დღევანდელი "ბლაუგრანა" სწორედ "ლა მასიელებზე" დგას და მათი რიცხვი მზარდია - ახალ სეზონში მარკ ბერნალისა და ჟერარ მარტინის გამოჩენაც სწორედ ამაზე მეტყველებს.
ცხადია, კატალონიური გრანდის მიერ აღზრდილი ფეხბურთელები სხვა გუნდებშიც მრავლად არიან. ამასთან დაკავშირებით, Transfermarkt-მა მსოფლიოს 12 ყველაზე ძვირადღირებული "ლა მასიელის" ჩამონათვალი შემოგვთავაზა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ლამინ იამალი (ბარსელონა) - 120 მილიონი ევრო
2. პაბლო გავი (ბარსელონა) - 90 მილიონი ევრო
3. ხავი სიმონსი (ლაიფციგი) - 80 მილიონი ევრო
4. დანი ოლმო (ბარსელონა) - 60 მილიონი ევრო
5. ტაკეფუსა კუბო (რეალ სოსიედადი) - 50 მილიონი ევრო
6. ალეხანდრო გრიმალდო (ბაიერ ლევერკუზენი) - 45 მილიონი ევრო
7. ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა) - 40 მილიონი ევრო
8. ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი) - 35 მილიონი ევრო
9. პაუ კუბარსი (ბარსელონა) - 30 მილიონი ევრო
=. ფერმინ ლოპესი (ბარსელონა) - 30 მილიონი ევრო
=. მარკ კუკურელია (ჩელსი) - 30 მილიონი ევრო
=. ლეო მესი (ბარსელონა) - 30 მილიონი ევრო