4 კვირის წინ
გაირკვა: ტრავმირებულია თუ არა დანი ოლმო
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერან მარტინესის ინფორმაციით, დანი ოლმოს ტრავმა არ აღმოაჩნდა.
ესპანეთის ნაკრებში ეჭვობდნენ, რომ "ბარსელონას" შემტევ ნახევარმცველს მუხლი ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევებმა სრულიად სხვა შედეგი აჩვენა.
როგორც ირკვევა, დანის მუხლში დარტყმა აქვს მიღებული, ტრავმასთან კი საქმე არ გვაქვს. თავის დაზღვევის მიზნით, შვეიცარიასთან დღეს გასამართ მატჩს 26 წლის ფეხბურთელი გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ოლმომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ორი მატჩის ჩატარება მოასწრო. მან ორივე შეხვედრაში თითო გოლით გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება ესპანეთისა და შვეიცარიის შეხვედრას, იგი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 საათის და 23 წუთის წინ
"ის საჯარიმოში საუკეთესოა" - ფლიკი "ალავესთან" მატჩის შემდეგ
7 საათის და 50 წუთის წინ
VIDEO: ლევანდოვსკის ჰეთ ტრიკი 31 წუთში
3 დღის და 2 საათის წინ
"თუ ასეა, არაუშავს" - პეპმა "ბარსას" სიყვარული ისევ გამოხატა
3 დღის და 14 საათის წინ
შჩესნი თუ პენია - რას გადაწყვეტენ "ბარსელონაში"