"ბარსელონა" ჯონათან ტასთვის გაჩაღებული სატრანსფერო ბრძოლის მონაწილე იქნება, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი, მატეო მორეტო.
ლევერკუზენის "ბაიერის" მცველმა ბოლო ინტერვიუში დაადასტურა, რომ "ფარმაცევტებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. შესაბამისად, 2025 წლის ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტი იქნება.
ცხადია, არაა გამორიცხული, ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ტა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე გაყიდოს, თუმცა ამის შანსი მიზერულია.
კატალონიურ გრანდს 28 წლის მცველის აგენტთან კომუნიკაცია ახლახანს დახურული სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსაც ჰქონდა. მოარული ხმების თანახმად, "ლევერკუზენს" ტაში მაშინ 20 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ პასუხად თანხმობა ვერ მიირეს.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" მომდევნო კვირებში გამოიკვლევს იმას, თუ რამდენად შეეძლება კლუბს ლა ლიგის ფინანსური ფეარ პლეის დაცვა, როდესაც საქმე ჯონათანის ანაზღაურებაზე მიდგება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გერმანელმა 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.