2 თვის და 2 კვირის წინ
დე იონგით გრანდი ინტერესდებოდა - რატომ არ შედგა ტრანსფერი
დე იონგით გრანდი ინტერესდებოდა - რატომ არ შედგა ტრანსფერი

ზაფხულის დასაწყისში, მიუნხენის "ბაიერნს" ფრენკი დე იონგი სატრანსფერო სამიზნეთა სიაში ჰყავდა, - იუწყება ჟურნალისტი მატეო მორეტო.

წყაროს თანახმად, პირველადი კონტაქტი ოფიციალურ მოლაპარაკებებში არასდროს გადაზრდილა. ამაში თავისი წვლილი 27 წლის ნახევარმცველის ტრავმირებულმა კოჭმაც შეიტანა.

ახლა ფრენკი მოედანზე დაბრუნებასა და თავისი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებაზეა ორიენტირებული.

სხვათა შორის, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" დე იონგით დაინტერესებული არ ყოფილა. "წითელმა ეშმაკებმა" "პარი სენ ჟერმენიდან" მანუელ უგარტეს შეძენაზე გააკეთეს აქცენტი და ეს გააკეთეს კიდეც.

"ბარსელონას" ნიდერლანდელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა ფეხბურთელი განსხვავებულ პოზიციაზეა. არადა, კლუბთან ხელშეკრულება მას 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ დე იონგის დაბრუნებას სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ელოდებიან.


Facebook კომენტარები