"ბარსელონა" ოსკარ მინგესას აქტიურად აკვირდება, - იუწყება Mundo Deportivo.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბლაუგრანას" არც ცენტრალური მცველი დაუმატებია და არც მარცხენა მცველი, ვიგოს "სელტას" ფლანგელს კი ორივე ამ პოზიციის დაფარვა შეუძლია, რაც კატალონიელთათვის საკმაოდ მომხიბლავია.
"ლურჯ-ბროწეულისფრებს" მოსწონთ მიგესას განვითარება და იმაშიც დარწმუნებულნი არიან, რომ გუნდში ის შესანიშნავად ჩაჯდება, რამეთუ "ბარსას" სისტემას იდეალურად იცნობს - იყო რა "ლა მასიას" წევრი 2007 წლიდან.
წყაროს თანახმად, "ბარსას" ოსკარის "სელტადან" 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც აქვს, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ესპანელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონი დიდებულად დაიწყო. 4 მატჩში იგი "სელტას" 2 გოლითა და 3 ასისტით დაეხმარა, რითაც ესპანეთის ნაკრებში გამოძახებაც გამოიძახა.
რაც შეეხება "ბარსელონას", პირველი გუნდის მაისურით ოსკარს 66 შეხვედრაში აქვს ნათამაშები. მისი მონაგარი 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.