2 თვის და 2 კვირის წინ
"არსენალის" ვარსკვლავი "ბარსელონას" რადარზეა
"არსენალის" ვარსკვლავი "ბარსელონას" რადარზეა
ავტორი
Aa

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" "არსენალის" ნახევარმცველის, ტომას პარტეის დამატებით დაინტერესდა.

პარტეის ტრანსფერის ვარიანტი "ბარსასათვის" საკმაოდ რეალურია, რადგან ამ ეტაპზე, მათი მიზანი მინიმალური ხარჯებით, გამოცდილი ჩამშლელი ნახევარმცველის დამატება გახლავთ,  რომელიც კლუბში მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებაში დაეხმარება.

როგორც ჩანს, პარტეი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფულებს. თანაც, განელი ნახევარმცველი მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" მის სანაცვლოდ სატრანსფერო საფასურის გადახდა არ მოუწევს.

31 წლის ნახევარმცველის პრემიერ ლიგის კლუბში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლუვება ფაქტობრივად გამოირიცხა, ვინაიდან არტეტამ სულ ახლახანს კლუბში მიკელ მერინო დაიმატა.

პარტეი შესაძლოა მართლაც ბრწყინვალე დანამატი აღმოჩნდეს, თანაც, ამ უკანასკნელს ასევე აქვს ლა ლიგაში გამოცდილება. შეგახსენებთ, რომ "არსენალში" გადასვლამდე, ტომას პარტეი მადრიდის "ატლეტიკოში" ირიცხებოდა.


Facebook კომენტარები