როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ვიგოს "სელტას" ფლანგელის, ოსკარ მინგესას შეძენითაა დაინტერესებული. "ბალაიდოსზე" მინგესა სწორედ კატალონიიდან აღმოჩნდა, ამიტომ კლუბს მისი 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ჰქონია შენარჩუნებული და იგი 2026 წლის ივლისამდე მოქმედებს.
ამასთან დაკავშირებით, Mundo Deportivo-მ შემოგვთავაზა იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომელთა უკან დაბრუნება "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ასევე შეუძლიათ:
ოსკარ მინგესა (სელტა): 9 მილიონი ევრო
ესტანის პედროლა (სამპდორია): 7 მილიონი ევრო
ნიკო გონსალესი (პორტუ): 30 მილიონი ევრო
ფრანსიშკუ ტრინკაუ (სპორტინგი): 20 მილიონი ევრო
აბდე ეზალზული (ბეტისი): 20 მილიონი ევრო
მიკაილ ფაიე (რენი): 25 მილიონი ევრო
რიკი პუჩი (ელეი გალაქსი): 10 მილიონი ევრო
კარლეს ალენია (ხეტაფე): 10 მილიონი ევრო
ცხადია, სულაც არაა გარანტირებული, რომ "ბლაუგრანა" ამ 8 მოთამაშედან რომელიმეს უკან დაიბრუნებს, მაგრამ მათი თვალშისაცემი პროგრესის შემთხვევაში, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ.