1 წლის და 7 თვის წინ
ცნობილია: როდის შედგება "ბარსას" საგარეო ფორმის დებიუტი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" საგარეო ფორმის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, "მონაკოსთან" მატჩში შედგება, - იუწყება Memorabilia1899.
"ჟირონასთან" 15 სექტემბერს გასამართ მატჩში "ბლაუგრანა" კვლავ Senyera ფორმაში იქნება შემოსილი, რომელიც კატალონიის დროშის ფერებში, ყვითელსა და წითელშია გადაწყვეტილი.
რაც შეეხება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალ საგარეო ფორმას, მისი ძირითადი ფერი შავია. აქვს ლურჯი და წითელი დეტალებიც.
"მონაკოსა" და "ბარსელონას" შეხვედრა 19 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება. მას "ლუი II" უმასპინძლებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი