3 წლის და 1 თვის წინ
პედრი ვარჯიშობს - "ბარსელონელთა" მოლოდინი
პედრი ვარჯიშობს - "ბარსელონელთა" მოლოდინი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი თვის წინ, პედრი გონსალესმა ტრავმა მიიღო, რომლის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ პედრიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

საწმვრთნელო შტაბი და ექიმები ხედავენ, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი "ელ კლასიკოსთვის" მზადაა და ის თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. თუ მატჩის წინა ვარჯიშებზე რაიმე სენსაცია მოხდება, პედრი მოედანზე ერთ საათზე მეტს გაატარებს.

ცნობისთვის, სეზონის მორიგი ელ კლასიკო 20 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები