2 თვის და 2 კვირის წინ
გიუნდოგანს "ბარსას" 2-მა ფეხბურთელმა გაუცრუა
გიუნდოგანს "ბარსას" 2-მა ფეხბურთელმა გაუცრუა

2023 წელს, როდესაც ილქაი გიუნდოგანს "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი ამოეწურა, "ბარსელონაში" გადასვლა მას მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და რობერტ ლევანდოვსკიმ ურჩიეს.

მიუხედავად ამისა, როცა გერმანელი "ბლაუგრანაში" გადაბარგდა, თავისი ვეტერანი მეგობრების დამოკიდებულებით იმედგაცრუებული დარჩა. ამის შესახებ Bar Canaletes Radio წერს.

გიუნდოგანი უკმაყოფილო იყო იმით, რომ როდესაც "ბარსა" მატჩს წააგებდა ხოლმე, ტერ შტეგენი გასახდელში საკმარისად ხმამაღლა არ საუბრობდა.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, ილქაის ის არ მოსწონდა, რომ პოლონელი ახალგაზრდებს ჯეროვნად არ ეხმარებოდა. ეს გამოიხატებოდა რობერტის უარყოფით ემოციებშიც, როცა მას ბურთს არ გადააწოდებდნენ.

გარდა ამისა, გიუნდოგანის დაკვირვებით, 36 წლის ცენტრფორვარდს გუნდის წაგება არც ისე დიდად ადარდებდა მაშინ, როდესაც თამაშში გოლის გატანას მოახერხებდა ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, კლუბს ილქაის "მანჩესტერ სიტიში" უფასოდ დაბრუნება მოუხდა. კატალონიაში გატარებულ ერთ სეზონში გიუნდოგანმა 5 გოლითა და 14 ასისტით გამოიჩინა თავი.


Facebook კომენტარები