აგვისტოში "ბარსელონას" "ალ ჰილალმა" რაფინიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა (ბონუსების ჩათვლით). "ბლაუგრანა" ამ წინადადებაზე თანახმა გახლდათ, მაგრამ უარი თავად ფეხბურთელმა თქვა, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, რაფინიამ დეკუს თავიდანვე უთხრა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა. 27 წლის გარემარბი ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზეც კი ამბობდა უარს.
"ალ ჰილალი" ბრაზილიელ შემტევს წელიწადში 25 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა რაფინია დიდი ხელფასითაც ვერ მოხიბლეს.
"ბარსას" 11 ნომერი ფიქრობდა, რომ საუდის არაბეთში წასვლის შემთხვევაში, მსოფლიო ფეხბურთი მას დაივიწყებდა და 2026 წლის მუნდიალისთვის ბრაზილიის ნაკრებში თავის ადგილს დაკარგავდა.
გამოცდილი შემტევი მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია. იგი კარგ ფორმაშია, თანაგუნდელებმა კი ერთ-ერთ კაპიტნად აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში რაფინიას მონაგარი 3 გოლი და 3 ასისტია.