Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იოზუა კიმიხს "ბარსელონაში" თამაში ძალიან სურს. გერმანელი კლუბის შეცვლას 2025 წელს გემავს.
"ბლაუგრანასთვის" ეს სასიხარულო ამბავია, ვინაიდან, პოტენციურ ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის ის ფაქტი, რომ კიმიხი, 50 მილიონ ევროდ შეფასებული მოთამაშე, ესპანეთში უფასოდ ჩამოვა.
როგორც ცნობილი გახდა, გერმანელმა ნახევარმცველმა "ბაიერნთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. მას ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2025 წლამდე აკავშირებს.
"ბარსას" ერთ-ერთმა დირექტორმა, ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ ჰანსი ფლიკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ტოპ მოთამაშეებს "ბარსაში" მოსვლაში დაეხმარება. ამას ემატება ისიც, რომ კიმიხსა და გერმანელ სპეციალისტს ერთმანეთთან მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.
თუმცა, როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერი" ჯოშუას გაშვებას ასე მარტივად არ აპირებს. ბაიერნის პრეზიდენტმა ჰაინერმა განაცხდა: "მოხარულები ვიქნებით, თუ იოზუა კარიერას "ბაიერნში" დაასრულებს. ვიმედოვნებ, რომ ეს არა მომავალ წელს, არამედ მრავალი, მრავალი წლის შემდეგ მოხდება."