2 თვის და 2 კვირის წინ
"ლიდერი ასეთი უნდა იყოს" - ლევანდოვსკის სამშობლოში აკრიტიკებენ
"ლიდერი ასეთი უნდა იყოს" - ლევანდოვსკის სამშობლოში აკრიტიკებენ

პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ, გჟეგორჟ ლატომ "ბარსელონას" პოლონელი ცენტრფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი გააკრიტიკა.

"გუნდის ლიდერი სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს. თუ მატჩი ცუდად მიდის, იგი უნდა გაჩერდეს კიდეც და თანაგუნდელებს უყვიროს, თუნდაც უხეში სიტყვების გამოყენებით.

ზალევსკი მომწონს. ხორვატიასთან მატჩში მან იმდენი იბრძოლა და ირბინა, რამდენიც შეეძლო. ყველა ფეხბურთელზე ამას ვერ ვიტყოდი და ეს მათ შორის საუკეთოსაც ეხება.

თამაშის დაწყებიდან 20 წუთში, იმაზე დავიწყე ფიქრი, ლევანდოვსკი საერთოდ იყო მოედანზე თუ არა," - განაცხადა ლატომ, რომელსაც პოლონეთის ნაკრებში 100-ზე მეტჯერ აქვს ნათამაშები და ქვეყნისთვის ოლიმპიური ოქროც მოუგია.

რაც შეეხებათ "არწივების" ამჟამინდელ მდგომარეობას, ერთა ლიგა მათ შოტლანდიასთან გამარჯვებით (3:2) კი დაიწყეს და იქ ლევანდოვსკიმ გოლი და ასისტი მიითვალა, მაგრამ პოლონელებმა ამას ხორვატიის ნაკრებთან მარცხი (0:1) მოაყოლეს.


Facebook კომენტარები