1 წლის და 3 თვის წინ
ლაპორტას ბომბი ცნობილია - ვის ყიდვას ეცდება "ბარსა" გაისად
ავტორი
Aa
ჯამალ მუსიალა არის ის ბომბი, რომელსაც ჟოან ლაპორტა მომდევნო სეზონისთვის ამზადებს, - იუწყება Fichajes.
გერმანელ ვარსკვლავს მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისში ეწურება. მის გადაბირებას მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "არსენალიც" ეცდებიან.
"ბლაუგრანა" სატრანსფერო ბაზარზე ისეთ შემტევ ფეხბურთელებს ეძებს, რომლებიც მის გრძელვადიან პროექტს მოერგებიან. Fichajes-ის შეფასებით, მუსიალა სწორედ ასეთი ვარიანტია.
21 წლის მუსიალა Transfermartk-ზე 130 მილიონ ევროდაა შეფასებული. გერმანელი ბრწყინვალე იყო ევრო 2024-ზეც, სადაც ერთ-ერთი თანაბომბარდირი გახდა.
ახალ სეზონში ჯამალმა "რეკორდმაისტერის" მაისურით 3 მატჩის ჩატარება მოასწრო. მან 1 გოლითაც გამოიჩინა თავი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი