1 წლის და 3 თვის წინ
გავი გუნდთან ერთად ვარჯიშობს - როდის აუნთებენ პაბლოს მწვანე შუქს
ავტორი
Aa
"ბარსელონას" 20 წლის ნახევარმცველი, პაბლო გავი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა. ბოლო 11 თვეში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პაბლო თანაგუნდელების მხარდამხარ ვარჯიშობს.
Diario AS-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვარსკვლავს სამედიცინო შტაბი მწვანე შუქს 15 დღეში აუნთებს.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰანსი ფლიკი გავის მოედანზე დაუყონებლივ დააბრუნებს.
წინასწარ გაცხადებული სტრატეგიის თანახმად, "ბარსა" პაბლოს რაც შეიძლება ფრთხილად მოეპყრობა. ძველ ფორმაში იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩადგება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში გავის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და მენისკი დაუზიანდა. ეს ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ჩატარებულ მატჩში მოხდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი