1 წლის და 1 თვის წინ
"პსჟ-ს" ფანები მესის ობსტრუქციას უმზადებენ
"პსჟ-ს" ფანები მესის ობსტრუქციას უმზადებენ

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენის" ქომაგები კვირას ლიონელ მესისთვის ობსტრუქციის მოწყობას გეგმავენ.

"რენთან" მატჩში არგენტინელ მეგავარსკვლავს "პსჟ-ს" ულტრასები ძალიან მტრულად დახვდებიან.

პარიზელებს მიაჩნიათ, რომ მათი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მხოლოდ მესის ბრალია. მათ ასევე არ მოსწონთ არგენტინელის მაღალი ანაზღაურებაც.

როგორც ჩანს, 35 წლის ასაკში ჩატარებულ 31 მატჩში გატანილი 18 გოლი და გაკეთებული 17 საგოლე გადაცემა ფრანგული გრანდის ფანთა დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის.

შეგახსენებთ, რომ მესის მსგავსი რამ გასულ წელსაც მოუწყვეს. მას შემდეგ, რაც "პსჟ" "რეალთან" გავარდა, ლეოს "ბორდოსთან" შეხვედრაში უსტვენდნენ.

სეზონის დსრულების შემდეგ "ლა პულგას" ექნება საშუალება, მისდამი გაცილებით კეთილად განწყობილ გარემოში დაბრუნდეს...


Facebook კომენტარები