1 წლის და 3 თვის წინ
ანსუ ფატის დაბრუნება გადაიდო
ავტორი
Aa
ჰანსი ფლიკმა ანსუ ფატის "ჟირონასთან" მატჩის განაცხადში შეყვანა გადაიფიქრა, - იუწყება Mundo Deportivo.
ესპანელმა ფორვარდმა პრესეზონზე ტერფის ტრავმა მიიღო, გუნდთან ერთად ვარჯიში კი ორიოდ დღის წინ განაახლა. მიუხედავად ამისა, მისი დაბრუნება მაინც გადაიდო.
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს არ უნდა, ანსუს მინდორზე შეყვანა იჩქაროს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანს ერთი სავარჯიშო სესიაც არ ჩაუტარებია სრულად, რაც გერმანელ სპეციალისტს აფიქრებინებს, რომ შემტევს მეტი დრო სჭირდება.
ფატის თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე, "მონაკოს" წინააღმდეგ ან ლა ლიგის მე-6 ტურში, "ვილიარეალთან" უნდა ველოდოთ.
მონეგასკებს კატალონიელები 19 სექტემბერს შეხვდებიან, "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" ჯახი კი 22 სექტემბერსაა ჩანიშნული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი