1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსას" და "პსჟ-ს" შორის შეიძლება გაცვლა შემდგარიყო
ავტორი
Aa
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ჟორჟე მენდეშმა "ბარსელონასა" და "პარი სენ ჟერმენს" შორის ბარტერის განხორციელება სცადა, - იუწყება Catalunya Radio.
პორტუგალიელი აგენტის განზრახვით, კლუბებს ერთმანეთში ერიკ გარსია და დანილო პერეირა უნდა გაეცვალათ.
დიდი ალბათობით, მხარეების შეთანხმება "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის მტკიცე პოზიციამ გამორიცხა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდში გარსიას დატოვება ბრძანა.
რაც შეეხება დანილოს, ახალი გუნდი მან მაინც მოძებნა და არაბულ "ალ იტიჰადს" მიაშურა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი