ბილბაოს "ატლეტიკის" 22 წლის შემტევის, ნიკო უილიამსის აგენტმა, ფელიხ ტეინტამ მისი კლიენტის მიერ "სან მამესზე" დარჩენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
"საბოლოო ჯამში, ნიკომ გადაწყვიტა, რომ "ატლეტიკ ბილბაოში" თამაში გაეგრძელებინა. მას აქ კიდევ ერთი წლით უნდოდა დარჩენა. ჩვენ აქ სამუშაოდ, მისი გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად და ლოგიკური რჩევების მისაცემად ვართ, მაგრამ მან დარჩენა მოისურვა.
როდესაც ფეხბურთელს და ოჯახს გუნდში უნდათ დარჩენა, ისინი რჩებიან, ხოლო როცა წასვლას მოინდომებენ, მიდიან.
აგენტი მოთამაშეს შუბლზე იარაღს ვერ დაადებს და გუნდის შეცვლას ვერ აიძულებს. თითოეული პიროვნება თავად განკარგავს საკუთარ გზას," - განაცხადა ტეინტამ.
ბასკური კლუბის აგენტის სიტყვებიდან შეიძლება დაისკვნას, რომ მას ძალიანაც სურდა ახალგაზრდა გარემარბი "ბარსელონაში" გადასულიყო, თუმცა უილიამსის პოზიცია შეუვალი გახლდათ.
ცნობისთვის, ახალ სეზონში ნიკომ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ჯერ არ გამოუჩენია.