1 წლის და 3 თვის წინ
ინგლისური გუნდი ფერმინში დიდ ფულს იხდიდა
ავტორი
Aa
ლონდონის "ტოტენჰემი" მზად იყო, რომ ფერმინ ლოპესში დიდი ფული გადაეხადა, - იუწყება Relevo.
"დეზების" ინტერესი პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გაიზარდა. ტურნირზე, სადაც ოქროს მედლები ესპანეთის ნაკრებმა მოიგო, ფერმინმა 6 გოლი გაიტანა და "ფურია როხას" ულიდერა.
მიუხედავად საკმაოდ მაცდური წინადადებისა, "ბარსელონამ" 21 წლის ნახევარმცველის გაყიდვაზე უარი თქვა.
კატალონიურ გრანდში ფერმინს გუნდის მომავლის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავენ, ამიტომ მის გაყიდვაზე არც კი ფიქრობენ.
ლოპესს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა.
ახალ სეზონში ფერმინმა 3 მატჩში მოასწრო მონაწილეობა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ჯერ არ გამოუჩენია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი